Posts

ტრენინგის მეშვიდე დღეა.ვიმუშავეთ მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო გეგმასა და ნიმუშზე.დღევანდელი დღეც იყო საინტერესო და ვფიქრობ ჩვენ მიერ შეძენილი ცოდნა გაუადვილებს მოსწავლეებს სამომავლოდ პრეზენტაციის დაგეგმვას.😍😍😍
ტრენინგის მეექვსე დღეა. დღევანდელი ტრენინგი იყო შედარებით რთული, მაგრამ საინტერესო.ვისწავლეთ მოსაწვევი ბუკლეტის შევსება, ასევე საავტორო უფლებების დაცვისთვის გამოყენებული ინტერნეტ რესურსების შესაბამისი ლინკების მითითება.შესწავლილიდან გამომდინარე შევძლებ დავასრულო ბუკლეტი და გავამდიდრო ინტერნეტ რესურსებით პროექტი.მადლობა თეონა😙😍
ესეც ტრენინგის მეხუთე დღე.შედარებით რთული სამუშაოს შესრულება მოგვიწია,სადაც დეტალურად უნდა გაგვეწერა პროექტის მსვლელობის ეტაპები,შეფასების მეთოდები და საშუალებები.ეს საკმაოდ შრომატევადი და სერიოზული სამუშაო იყო.
დღეს ტრენინგის მეოთხე დღეა ,როგორც ყოველთვის საინტერესო და სიახლეებით სავსე. მადლობა თეონას💜
დღეს ტრენინგის მესამე დღეა.მუშაობა უფრო საინტერესო გახდა.მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმცია და შევიძინეთ საჭირო უნარები, რაც დაგვეხმარება პრეზენტაციის შექმნაში.მადლობა თეონას💞💫
დღეს გვაქვს ტრენინგის მეორე დღე . საინტერესოდ წარიმართა პროცესი ,გავეცანით სიახლეებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სასურველი პროექტის განხორციელებისკენ.ისევ ვართ მოსწავლის ამპლუაში, ასე რომ უკეთ გვესმის ჩვენი ბავშვების😊😊💚